წინასიტყვაობა
ადრე თუ გვიან ყველა, მცირე თუ დიდ კომპანიებს სჭირდება IT გადაწყვეტილებებზე ზრუნვა. ახლის შეძენა, ძველის ჩანაცვლება, მორგება ამა თუ იმ ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებებზე.
რა თქმა უნდა ყველა ყველასგან აგროვებს ინფორმაციას, რა და როგორ გაკეთდეს.. უმეტეს შემთხვევაში ესენია ტექნიკის მაღაზიები. რომლებიც „ატვეჩაი“ არიან რომ კაია J
სამწუხაროდ, მომხმარებელი ხშირად „სხვისი“ რეკომენდაციით ყიდულობს გაურკვეველ ტექნიკას!
ყველას უნდა მაქსიმალურად იოლად და იაფად გამოხვიდეს მდგომარეობიდან და იცის, რომ „იმასთან“ მუშაობს - ე.ი. თქვენთაბაც იმუშავებს.
გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს სიმარტივე ასევე მარტივად შეიძლება დაზიანდეს დაიწვას, წაიშალოს, „დაჰაკერდეს“ ან უბრალოდ არასტაბილურად იმუშაოს... თუმცა „იამასთან“ ისევ მუშაობდეს კარგად (ნუ, მისთვის კარგად)
ეს ზიანი უმეტესობისათვის უამრავ შრომა/საათების დაკარგვის ტოლფასია. გამოდის რომ ისევ უნდა აკეთოთ ის, რასაც უკვე გქონდათ გაკეთებული, ოღონდ ხელმეორედ.
ყველაზე მწარე ისაა, რომ არც მერე არ იქნებით დაზღვეულები რომ ისევ არ დაკარგავთ ამ ინფორმაციას უფრო მეტიც - იარსებებს ისეთი ფაილები, დოკუმენტები, ფოტოები და სხვა, რასაც ვერასოდეს ვერ აღადგენ და ახლიდან ვერ შექმნი L ! ! !
კი, ნამდვილად ესეა - „ურემი რომ გადარუნდება გზაც მერე გამოჩნდებაო“.
კომიუტერული და პერიფერიული მოწყობილიბები და ქსელიც ცოცხალი ორგანიზმივითაა. მათ მაქსიმალური სტაბილურობისათვის და უსაფრთხოებისათვის სჭირდებათ სწორად შერჩევა, შეუქმნა საექსპლუატაციო პირობები, გაიმართოს და გაიწეროს (დაპროგრამდეს) მისი მუშაობის ლოგიკური წესები. ზუსტად ისე უნდა მოვარგოთ ჩვენს საქმეს, რომ ჩვენს მაგივად იმუშაოს და ჩვენ მშვიდად ვიყოთ.
ყველაზე მცირე საოფისე ინფრასტრუქტურას, თუნდაც 1 კომპიუტერსაც კი სჭირდება რიგი სამუშაო გარემოს შექმნა. კომიუტერის მაგიდაც კი...
ეს სამუშაო გარემოებები/წესები ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენ, რათა თქვენი ინფრასტრუქტურა მოვარგოთ თვენზე და არა პირიქით-თქვენ მოერგოთ მასზე !
ინფრასტრუქტურის (ფიზიკური/ლოგიკური) ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:
კამერებისათვის სასურველია იყოს ცალკე POE სვიჩი, რაც გვიადვილების მომავალში მათ მართვას, ახლის დამატებას, არსებულების გადაადგილებას, სხვადასხვა ტექნიკურ მახასიათებელბის, კვებებისა და ქსელური კაბელის მანძილების (250 მეტრამდე) უგულვეყოფას. ზუსტად იყოს დათვლი/გამოთვლილი კამერებიდან ჩანაწერების ხანგრძლივობა. ან/და კეთდებოდეს მათი კოპირება დაცულ სერვერებზე.
თუ გაქვთ ისეთი ობიექტი (მაგალითად სასტუმრო, რესტორანი და ა.შ.) სადაც ხშირია ხალხის ნაკადი და გინდათ მათ მისცეთ საშუალება ისარგებლონ თქვენი Wi-Fi-თ (Wi-Fi -ს რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული), დარბაზებში სტუმრებისათვის Wi-Fi-ზე წვდომა შეიძლება იყოს თავისუფალი ან პაროლით. მათი მოერთება Wi-Fi-ზე იქნება დაცული ობიექტის შიდა ქსელიდან. შესაძლოა დაწესდეს სიჩქარეების ლიმიტები: (ყველაზე ან თითოეულზე ინდივიდუალურად)
ობიექტის მთლიან პერიმეტრზე (ის რაც იქნება Wi-Fi-თ დაფარული) პერსონალს (ვისაც ეკუთვნის წვდომა) უნდა ქონდეს უწყევტი კავშირი. არ დაჭირდეს ცალკეული Wi-Fi-ზე ცალ-ცალკე პაროლების შეყვანა. შესაძლოა დადგინდეს სიჩქარის ლიმიტი და სარგებლობის ხანგრძლივობა.
შიდა ინფრასტრუქტურის შემადგენელი იქნება მაგალითად: POS-ტერმინალები, მათი სერვერი, კომპიუტერული, მობილური და პერიფერიული მოწყობილობები, სხვადასხვა სახის ქსელური მანქანა-დანადგარები. აქაც დაწესდება ინტერნეტ წვდომაზე ლიმიტები ან საერთოდ დაიბლოკება მაგალითად POS-ტერმინალებზე.
სტაციონალური ტელეფონის ძალიან მოსახერხებელი ალტერნატივაა VoIP ტელეფონია. ესეც ქსელური მოწყობილობაა და მისი სტაბილური მუშაობისათვის აუცილებელია რიგი წესების დაცვა.
VPN (ვირტუალური პირადი ქსელი) დაგჭირდებათ თუ თქვენს ოფისს ყავს დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, მაგალითად დისტრიბუცია, ან ვინმე მივლინებითაა გამგზავრებული და მას სჭირდება წვდომა მის სამუშაო კომპიუტერთან, ან მის სამუშაო ფაილებთან რომელიც განთავსებულია მაგალითად სერვერზე, მას შეუძლია დაუკავშირდეს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სადაც იარსებებს ინტერნეტი.
უწყვეტი კვება აუცილებელი კომპონენტია თქვენი ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონირებისათვის. დიახ! აქაც არსებობს ალტერნატივა-გენერატორი. თუმცა, მხოლოდ გენერატორი ნამდვილად ვერ გიშველით ძაბვის გამორთვასა და გენერატორზე გადართვის დროს მთლიანი ინფრასტრუქტურის გათიშვას ან მწობრიდან გამოსვლას.
ნებისმიერი ობიექტის ფიზიკური დაცვა უპირველესი ამოცანაა. რა აზრი აქვს თქვენს შრომას, თუ გაატანთ ან ცეცხლს ან სხვას J თანამედროვე კამერებს თავისუფლად შეუძლიათ დააფიქსირონ არასანქირებული წვდომა და ჩაწერასთან ერთად გამოგზავნონ შეტყობინენბები. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა წინასწარ დაგეგმვა და დაკონფიგურირება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ კამერებს ყველაფერი არ შეუძლია და მაინც დაგჭირდებათ სპეციალიზირებული სახანძრო-სასიგნალო სიგნალიზაციის მონტაჟი. სურვილისამებრ შესაძლებელია მიუერთოთ დაცვის პოლიციას.
ინტერნეტის გარეშე დღეს ვერც ერთი ოფისი სრულყოფილად ვერ იფუნქიონირებს. აქაც ძალიან ბევრი ნიუანსია, მაგრამ მომხმარებელი მხოლოდ სიჩქარეს და ფასს კითხულობს. უმეტესობამ არც კი იცის მის ინფრასტრუქტურას რამდენი და რისთვის სჭირდება წვდომა გარე სამყაროსთან.
შექმნილი დოკუმენტების მაქსიმალური დაცვისათვის სასურველია ვაკეთოთ მათი საერეზერვო ასლები. პერიოდულობა, დრო და ადგილი ისევ თქვენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა IT-ს რჩევებიდან გამომდინარე.
ეს იყო ინფრასტრუქტურული აუცილებელი მინიმუმი, რაც თვენს ბიზნესს სჭირდება :
ეხლა განვიხილოთ ვინ და როგორ უნდა აკეთოს ყველაფერი ზემოთწარმოდგენილი სამუშაოები.
არსებობს რამოდენიმე ვარიანტი:
მაგრამ ყველა ადამიანი ცდილობს კარიერულ-ფინანსურ ზრდას, ამიტომაც არ არი გამორიცხული რომ თქვენმა თანამშრომელმა იპოვოს უკეთესი სამსახური და გადავიდეს იქ. მეტიც, ისე გადავიდეს რომ არც კი შეგატყობინოთ, უფრო უარესი, არც კი დაგიტოვოთ თქვენივე ინფრასტრუქტურის ლოგიკური სქემა და მის სამართავად არანაირი პაროლები!? შედეგად თქვენ მოგიწევთ ისევ, თავიდან აიყვანოთ სხვა ამ თანამდებობაზე, ისევ თავიდან აკეთოს ისევ ის, რაც აქამდე უკვე არსებობდა და დაკარგეთ. აი აქ კი უკვე ეცდებით ნაკლებათ ჩაახედოთ ბიზნეს პროცესებში და ყველა მის ინიციატივაზე უყუროთ ეჭვის თვალით. დიახ, ეს ადამიანური ეჭვია და სამწუხაროთ საფუძვლიანიც.
შედეგად: არ გჭრდებათ ყველაფრის ყიდვა, შესაძლოა იქირაოთ, იყოს მორგებული თქვენზე და იხდით ყოველთვიურ მომსახურების თანხას, რაც გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. მაგალითად სტარტაპ-ბიზნესისათვის. თითქმის ერთი კადრის ხელფასის ოდენობით, მოგემსახურებათ მთელი IT გუნდი. შესაძლო იქნება დაშორებული მონიტორნინგი, რაც საშუალებას გვაძლევს პრობლემის ინციდენტის აცილებას ან/და დროულ რეაგირებას მთელ ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, და შესაბამისად უფრო სწრაფად და ხარისხიანად გავმართავთ თქვენს ბიზნესს პროცესებს.
AirLine გთავაზობთ:
IT Outsourcing - სააბონენტო მომსახურება ორგანიზაციებისთვის
IT Outsourcing - სტანდარტული პაკეტი მოიცავს
- თვეში 1 გეგმიური ვიზიტი: ტექნიკური და პროგრამული სრული შემოწმება
- შეუზღუდავი გამოძახებების რაოდენობა, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში
- შეუზღუდავი სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა
სერვისები:
გთავაზობთ ოფისის მოწყობის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს და კომფორტს. ჩვენი ექსპერტები გაანალიზებენ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს და დანერგავენ შესაბამის ტექნიკურ, პროგრამულ და ქსელურ სისტემებს.
ყველა შეთანხმებაზე ფორმდება ხელშეკრულება, ანგარიშსწორება იწარმოება საბანკო გადარიცხვით
თუ გსურს, იცხოვრო კომფორტულად, გქონდეს ნაკლები დანახარჯი და გრძნობდე თავს უსაფრთხოდ
დაგვიკავშირდით ახლავე!
გისურვებთ წარმატებებს...
ხელშეკრულება: ფიზიკური პირი იურიდიული პირი |
ცხელი ხაზი +995 32 423 023 |
C 2021 |